4 მარტს, სეპარატისტულ აფხაზეთში აფხაზ სეპარატისტთა ლიდერის ვლადისლავ არძინბას გარდაცვალებიდან ერთი წელი სრულდება. სეპარატისტები ამ დღის 14:30 საათზე აფხაზეთის მთელს ტერიტორიაზე "წუთიერი დუმილს" აცხადებენ.
აფხაზური მედიის ინფორმაციით, ამ დღეს ასევე დაგეგმილი ვლადისლავ არძინბას ხსოვნისადმი მიძღვნილი რამდენიმე სამგლოვიარო ღონისძიება.
"სამგლოვიარო ღონისძიებები სოფელ ქვემო ეშერადან დაიწყება - იქიდან სადაც არძინბას საფლავი მდებარეობს. 14:30 საათზე რესპუბლიკის მთელს ტერიტორიაზე "წუთიერი დუმილი" იქნება, 14:31 საათზე კი არტილერიული დანადგარებიდან 10 ჯერ გაისვრიან", - იუწყება აფხაზური მხარე.
შეგახსენებთ, რომ ვლადისლავ არძინბა ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გასული წლის 4 მარტს, აფხაზ სეპარატისტთა ლიდერის სერგეი ბაღაფშის დაბადების დღეზე გარდაიცვალა.