ე. წ. სამხრეთ ოსეთში მყოფი რუსეთის საოკუპაციო ჯარის წარმომადგენელთა რაოდენობა 2010 წელს 300-ით გაიზარდა. ეს განცხადება რუსეთის "ეფ-ეს-ბეს" სასაზღვრო სამსახურის უფროსმა გენერალ-პოლკოვნიკმა ვიაჩესლავ დოროხინმა გააკეთა. ინფორმაციას ამის შესახებ "ბი-ბი-სი" ავრცელებს.
"მივედით დასკვნამდე, რომ სასაზღვრო სამმართველოები უნდა გადანაწილდეს, განსაკუთრებით სამხრეთ ოსეთში უნდა გაიზადოს რაოდენობა მდგომარეობის სირთული გამო. ამიტომაც 2010 წელს დაჯგუფება 300-ით გაიზარდა. დღეისთვის ეს დაჯგუფება 1,2 ათას ადამიანს შეადგენს", - აცხადებს დოროხინი.