სეპარატისტულ აფხაზეთში მოსახლეობის აღწერა დასრულდა. აფხაზური მედიის ინფორმაციით, აღწერის წინასწარი შედეგები 20 მარტის შემდეგ იქნება ცნობილი.
"ჩვენ ჯერ ჯერობით კიდევ ოთხი საკონტროლი დღე გვაქვს, რომელთა განმავლობაშიც სახელმწიფო სტატისტიკის ინსტრუქტორები გადამწერების მიერ წარმოდგენილ მასალებს გადაამოწმებენ", - აცხადებს აფხაზეთის ე.წ. სტატისტიკის სამმართველოს უფროსი ზოია ავიძბა.
აღწერა სეპარატისტულ აფხაზეთში დარჩენილი მოსახლეობისა 21 თებერვალს დაიწყო და 28 თებერვალს დასრულდა.
აფხაზური მედია ასევე იუწყება, რომ დამკვირვებლების სტატუსით აღწერაში მონაწილეობა მიიღებს დამკვირვებლებმა რუსეთის სტატისტიკის სამინისტროდან, ადიღედან, დონის როსტოვიდან და კრასნოდარიდან.
სულ აფხაზეთის მთელს ტერიტორიაზე მუშაობდა 680 გადამწერი და ორგანიზებული იყო 720 გადამწერი უბანი.
მასალის გამოყენების პირობები