მარტში რუსეთის დუმა საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებთან, აფხაზეთთან და ე. წ. სამხრეთ ოსეთთან გაფორმებული ხელშეკრულებების რატიფიკაციას აპირებს.
დუმის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს ინფორმაციით, საუბარი ეხება შეთანხმებებს რომლებიც აფხაზეთთან და ე. წ. სამხრეთ ოსეთთან უვიზო მიმოსვლას ითვალისწინებს.
"ორივე დოკუმენტი ითვალისწინებს მოქალაქეთათვის უვიზო მიმოსვლას როგორც საზღვარგარეთის პასპორტებით, ისე შიდა დოკუმენტებით.
ამას გარდა, დადგენილია ჩვეულებრივი რეჟიმი რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეთათვის. აფხაზეთის ან სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე გაგზავნილი სამხედრო მოსამსახურეები ან მათი ოჯახის წევრები იქ ყოფნას ვიზის გარეშე სამსახურებრივი პასპორტით შეძლებენ. წვევამდელები კი რუსეთის მოქალაქის პასპორტის ან სამხედრო ბილეთის საფუძველზე", _ იუწყება რუსული მედია.