25 თებერვალს, 15:00 საათზე, ქ. დუშეთის ალექსანდრე როინიშვილის სახელობის ბიბლიოთეკაში მწერალ ნოდარ გრიგალაშვილთან შეხვედრა გაიმართება. შეხვედრას, ძირითადად, რაიონის პედაგოგები დაესწრებიან.
შეგახსენებთ, რომ ახლახან გამოვიდა ნოდარ გრიგალაშვილის ორტომეული ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და მკვლელობის შესახებ ("თანმდევი სული").
მკითხველს შესაძლებლობა ექნება გაეცნოს ილიას მკლველობის უცნობ დოკუმენტურ მასალას, დღემდე არსებული ვერსიების სიყალბის დამადასტურებელ ლოგიკურ დასკვნებს, ბოლშევიკურ როლს ამ ტრაგედიაში და რაც მთავარია, დღემდე გამოცანად დარჩენილ "ვინმე იმერლის" პიროვნებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას.