ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა განაცხადა, რომ რუსეთი ევროპაში ახალი დივერსიული ქმედებებისა და დემოკრატიის წინააღმდეგ თავდასხმების დაგეგმვას აგრძელებს.
„ფხიზლად უნდა ვიყოთ, რადგან დაზვერვის მონაცემებით ვხედავთ, რომ რუსეთი გეგმავს უფრო მეტ დივერსიულ ქმედებასა და თავდასხმებს ჩვენი დემოკრატიის წინააღმდეგ, ჩვენი საზოგადოების დასაყოფად და დასაშინებლად, რათა უკრაინის დახმარებისგან თავის შეკავება გვაიძულოს“, - განაცხადა კალასმა ბრიუსელში, ევროკავშირის თავდაცვის მინისტრების შეხვედრის წინ.
მისი თქმით, ევროპულ ქვეყნებს უნდა შეეძლოთ შესაძლო თავდასხმებზე მათ განხორციელებამდე რეაგირება. ევროკავშირის თავდაცვის მინისტრები შეხვედრაზე რუსეთის დივერსიულ და სხვა ჰიბრიდულ საფრთხეებზე საპასუხო მექანიზმებსაც განიხილავენ.
კალასის განცხადებით, რუსეთის შესაძლო მოქმედებების მიზანი შესაძლოა იყოს ევროპული საზოგადოებების დაყოფა და მათი დაშინება, რათა უკრაინის მხარდაჭერა შეწყდეს.