რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კირილ დმიტრიევი ნიუ იორკში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლებს - სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს შეხვდა. ამის შესახებ CNN წყაროებზე დაყრდნობით წერს.
CNN-ის ცნობით, შეხვედრაზე რუსეთ-აშშ-ის თანამშრომლობა და უკრაინის ომის მშვიდობიანი მოგვარების საკითხები განიხილეს. შეხვედრა 24 სექტემბერს, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ნიუ იორკში გაიმართა.
დმიტრიევის აშშ-ში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია მანამდე Reuters-მაც გაავრცელა. გამოცემის წყაროების თანახმად, ვიზიტის მიზანი რუსეთსა და აშშ-ს შორის დიალოგისა და სამშვიდობო ძალისხმევის გაგრძელებაა. მოლაპარაკებების დღის წესრიგში ასევე შედიოდა ეკონომიკური თანამშრომლობა, ენერგეტიკის საკითხები და უკრაინაში ომის მშვიდობიანი მოგვარება.