აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს თეთრ სახლში გამართულ ოფიციალურ ვახშამზე თეთრთავა არწივის ქანდაკება აჩუქა - აშშ-ის ეროვნული სიმბოლო, რომელსაც ტრამპმა „ამერიკის თავისუფალი და აღმავალი სულის“ განსახიერება უწოდა.
ტრამპის განცხადებით, ქანდაკება ამერიკელმა მხატვარმა შექმნა და მისი დიზაინი თავად ტრამპთან და პირველ ლედისთან, მელანია ტრამპთან, თანამშრომლობით მომზადდა.
„თეთრთავა არწივი აშშ-ის ეროვნული სიმბოლოა და ამერიკის თავისუფალ და აღმავალ სულს განასახიერებს. ვიმედოვნებთ, რომ ის პეკინში კარგ, შესანიშნავ ადგილს იპოვის“, - განაცხადა ტრამპმა ქანდაკების გადაცემისას.
ქანდაკება დაახლოებით 90 სანტიმეტრის სიმაღლისაა.