ჯგუფ " Boney M "-ის სოლისტმა ქალმა შეილა ბონიკმა სოხუმში კონცერტი ჩაატარა. ღონისძიება აფხაზეთის ფილარმონიაში გაიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
კონცენტრს ესწრებოდნენ, აფხაზეთის ე.წ. პრემიერ მინისტრ სერგეი შამბა, ე.წ. პარლამენტის სპიკერი ნუგზარ აშუბა და სეპარატისტული მთავრობის სხვა წევრები.
აფხაზური მხარე ასევე იუწყება, რომ ჯგუფის წევრები აფხაზეთის ღირშესანიშნაობებს დაათვალიერებენ და აფხაზეთს მხოლოდ ამის შემდეგ დატოვებენ.
აფხაზეთის ე.წ. კულტურის მინისტრის ნუგზარ ლოგუას თქმით, ამ ანსამბლის სოხუმში კონცერტის ორგანიზება რთული იყო.
"ჩვენ მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით სოჭში ჩვენს კოლეგებთან, რომლებიც საკონცერტო მიმართულებით მუშაობენ და მიზანს მივაღწიეთ. კონცერტის სპონსორი აფხაზეთში მოქმედი ფიჭვური კავშირგაბმულობის კომპანია "ა მობაილი" იყო", _ განაცხადა ლოგუამ.
მასალის გამოყენების პირობები