აფხაზი სეპარატისტები ქართული მხარისაგან მათთვის დაჯგუფება "ტყის ძმების მეთაურის დათო შენგელიას გადაცემას მოითხოვენ.
"აფხაზური მხარე მოითხოვს მას ქართული დივერსიულ ტერორისტული დაჯგუფების "ტყის ძმების" მეთაური დათო შენგელია". - თავისი ეს მოთხოვნა სეპარატისტებმა გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების რიგით 25-ე შეხვედრაზე დააყენეს.
"აფხაზურმა მხარემ შეშფოთება გამოთქვა ციხიდან ქართული დივერსიულ ტერორისტული დაჯგუფების "ტყის ძმების" მეთაურის დათო შენგელიას გათავისუფლების გამო, რომელიც თანამონაწილეა აფხაზეთის ტერიტორიაზე ჩადენილი მრავალრიცხოვანი დანაშაულისა. ხელთ გვაქვს რა, დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ შენგელიას მონაწილეობას განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებებში რომლებიც აფხაზეთის მოქალაქეებს წინააღმდეგაა ჩადენილი, აფხაზურმა მხარემ ქართულ მხარეს მიმართა და შენგელიას მათთვის გადაცემა მოითხოვა", _ იუწყება აფხაზური მხარე და აღნიშნავს, რომ შენგელიამ ციხეში მისჯილი 24 დან მხოლოდ შვიდი წელი გაატარა და ციხიდან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გათავისუფლდა.