გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას სკოლის მოსწავლე ემსხვერპლა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ, მოზარდი კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
გავრცელებული ინფორმაციით მძღოლი ავტომობილს არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა. ის დაკავებულია.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.