ნატოში რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი დიმიტრი როგოზინი ევროატლანტიკური პარტნიორობის საბჭოს სხდომაზე მოხსენების გასაკეთებლად ჰაიდი ტალიავინის მიწვევას ითხოვს.
როგორც როგოზინი აცხადებს, ამ წინადადებას მხარს ქართული მხარეც უჭერს.
მისივე შეფასებით, აგვისტოს ომის მიზეზების შემსწავლელი ფაქტების დამდგენი კომისიის მოხსენების გამოქვეყნების შემდეგ, ნატოს ხელმძღვანელობა ისე იქცევა, "თითქოს არაფერი მომხდარა".
"აგრესორი უკიდურესად მკაცრი პოლიტიკური ზომებით უნდა დაისაჯოს, თუმცა ტალიავინის კომისიის ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ ნატოს ხელმძღვანელობა ისე იქცევა, თითქოს არაფერი მომხდარა", - აცხადებს როგოზინი