ახალ ზელანდიაში მომხდარი 6.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად ქალაქ კრისტჩარჩში 200-ზე მეტი ადამიანია დაკარგული.
როგორც ზელანდიური საინფორმაციო სააგენტოები ადგილობრივი სამაშველო სამსახურის ხელმძღვანელებზე დაყრდნობით იტყობინებიან, დაკარგულები სავარაუდოდ ნანგრევების ქვეშ არიან მოყოლილები.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ჯონ კეიმ განაცხადა, რომ წარმოქმნილ ნგრევას 65 ადამიანი ემსხვერპლა.
მიწისძვრის შედეგად დაინგრა რამდენიმე შენობა. ამ წუთებში ქრისტჩარჩში სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. ახალ ზელანდიაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.