"ქრისტიან-დემოკრატები'" ითხოვენ, რომ იმ მოსამართლეების მიმართ, რომლებმაც 23 ნოემბერს ახალგაზრდა ოპოზიციონერები უკანონოდ დააჯარიმეს, დისციპლინარული დევნა დაიწყოს. ამის შესახებ განცხადაბა `ქრისტიან-დემოკრატების'' ლიდერმა გიორგი თარგამაძემ გააკეთა.
მისი თქმით, მოსამართლეებმა პიდაპირი ძალადობა გამოავლინეს იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც მშვიდად და წყნარად აპირებდნენ პროტესტის გამოხატვას პარლამენტის კიბეებთან.
იგი აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ `ახალგაზრდა ოპოზიციონერები პროტესტს ამავე პარლამენტის მიერ გამკაცრებული კანონის დარღვევის გარეშე გამოხატავდნენ,
"მოსამართლეებმა კი მათ ყურით მოთრეული ბრალდების გამო მიუსაჯეს თითოეულს 500 ლარიანი ჯარიმა. თანაც ისე, რომ მოსამართლეებმა არც კი ნახეს ის კადრები, რომლებიც დაცვის მხარემ წარადგინა და რომლებშიც ნათლად ჩანს, რომ ახალგაზრდებს პოლიციისთვის არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწევიათ~, _ განაცხადა ტარგამაძემ.
თარგამაძე კოლეგებს ამ ფაქტის დაგმობისკენ მოუწოდებს, ახალგაზრდა ოპოზიციონერებს კი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, ამ მოსამართლეების მიმართ დისციპლინალური დევნის აღძვრის მოთხოვნის შეტანას ურჩევს.
"ჩვენ ბოლომდე მივყვებით ამ საქმეს, რომ ასეთი მოსამართლეები აღარ არსებობდნენ,'' - განაცხადა გიორგი თარგამაძემ.