დღეს გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართება. რიგით 25-ე შეხვედრაზე მსჯელობა კონფლიქტის ზონაში არსებულ ვითარებას უნდა მიეძღვნას.
ქართული მხარე შეხვედრაზე აფხაზეთში ეთნიკური ქართველების უფლებების დაცვი საკითხს დააყენებს. ქართული მხარე აცხადებს, რომ აფხაზეთში ეთნიკური ქართველების უფლებები ირღვევა.
გალში შეხვედრები ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე მიღწეული შეთანხმების მიხედვით იმართება. მათში ქართული და რუსული მხარეები, გაეროსა და ევროკავშირის წარმომადგენლები და აფხაზი სეპარატისტებიც მონაწილეობენ.
მასალის გამოყენების პირობები