გუშინ, 5 აგვისტოს, მნჯავრდებული ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინფორმაციას "ტვ პირველი ავრცელებს.
ექსპრემიერმა ერთი ღამე "კავკასიის მედიცინის ცენტრში" გაატარა. ინფორმაციას ადასტურებენ ადვოკატები. მათი თქმით, ღარიბაშვილს გეგმური კვლევები ჩაუტარდა.
"გიდასტურებთ, რომ გადაიყვანეს, ეს იყო გეგმიური სამედიცინო შემოწმება, შესაბამისად, გაიარა ეს შემოწმება, დაბრუნდა უკან, არავითარი საპანიკო, არავითარი დაავადება რამე, არ ყოფილა. ანალიზები და ეხოს გადაღება და ა.შ." - განაცხადა ადვოკატმა, მიხეილ შაყულაშვილმა.