ირანის უზენაესი ლიდერის უფროსმა მრჩეველმა, მოჰსენ რეზაიმ, განაცხადა, რომ ირანის სამხედროები კასპიის ზღვაში სავაჭრო გემზე თავდასხმის შემდეგ უკრაინაში სამ სამიზნეზე დარტყმისთვის ემზადებოდნენ.
ამის შეასხებ ირანული ტელეარხი Press TV იუწყება.
„უკრაინაში სამ ობიექტზე დარტყმას ვაპირებდით, თუმცა შეტევა გავაუქმეთ მას შემდეგ, რაც უკრაინამ ბოდიში მოიხადა,“ - განაცხადა რეზაიმ.
მანამდე, 28 ივლისს, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრი სიბიჰა, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაღჩის ტელეფონით ესაუბრა და დაარწმუნა, რომ უკრაინა კონფლიქტის ესკალაციის თავიდან აცილებით არის დაინტერესებული.
25 ივლისს ირანმა უკრაინა კასპიის ზღვაში საკუთარ სავაჭრო გემზე თავდასხმაში დაადანაშაულა. თეირანმა მომხდარი აგრესიის აქტად შეაფასა და კიევი უკრაინაში მიმდინარე ომის გაფართოების მცდელობაში დაადანაშაულა.
ირანის მუქარის კომენტირებისას ზელენსკიმ განაცხადა, რომ ირანი და ჩრდილოეთ კორეა უკვე ესხმიან თავს უკრაინას, რადგან რუსეთს იარაღით, სამხედრო ტექნოლოგიებითა და სამხედროებით ამარაგებენ.