რუსეთში, კრასნოდარის მხარეში, ქალაქ გელენჯიკზე უკრაინელების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ კრასნოდარის მხარის გუბერნატორმა, ვენიამინ კონდრატიევმა განაცხადა. იუწყება რუსული მედია.
გუბერნატორის განცხადებით, დაღუპულთა შორის სამი ბავშვია. დაშავებულია 40 ადამიანი. მათგან 17 საავადმყოფოებში გადაიყვანეს.