ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა განაცხადა, რომ სლოვიანსკსა და კიევის ოლქზე რუსეთის დარტყმების შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს შესთავაზებს.
„რუსეთის განურჩეველი თავდასხმები კიევსა და სხვა რეგიონებზე მოსახლეობაში მსხვერპლს შემთხვევით კი არა, მიზანმიმართულად იწვევს
სლოვიანსკში ლატვიის საპატიო საკონსულოზე განხორციელებული დარტყმა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მოსკოვი საერთაშორისო სამართალს სრულად უგულებელყოფს. ლატვიას ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს.
ამის საპასუხოდ, დღევანდელი თავდასხმების გამო ევროკავშირში რუსეთის წარმომადგენელს დავიბარებთ, ხოლო მე რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებას შევთავაზებ,“ - წერს კალასი.
ვნობისათვის, დღეს, თავდასხმის შემდეგ კიევის ოლქში 10 ადამიანი დაიღუპა და დაახლოებით ასი დაშავდა. უკვე ცნობილია, რომ რუსეთის თავდასხმის სამიზნე იარაღის გამოფენა იყო.