ევროკავშირის წევრი ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ავრცელებს.
„მივესალმები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტზე მიღწეულ შეთანხმებას.
იმ დროს, როდესაც უკრაინამ სამხედრო მიმართულებით ინიციატივა მოიპოვა, ჩვენი სანქციები კვლავ ასუსტებს რუსეთის ომის ძალისხმევის ეკონომიკურ საფუძვლებს.
ჩვენ ვამატებთ კიდევ 32 რუსულ ბანკს იმ სიაში, სადაც ტრანზაქციები აკრძალულია.
ასევე ვაწესებთ შეზღუდვებს კრიპტოვალუტის კომპანიებსა და ნავთობით ვაჭრობის პლატფორმებზე.
ერთი წლით ვაჩერებთ ნავთობის ფასის ზღვრის კორექტირებას, რათა რუსეთის სამხედრო მანქანამ ბაზრის რყევებით სარგებელი ვერ მიიღოს.
პირველად მიზანში ვიღებთ იმ გემებსაც, რომლებიც რუსეთს ე.წ. „ჩრდილოვანი ფლოტის“ დახმარებაში უწყობენ ხელს.
ასევე გადავდგით მნიშვნელოვანი ნაბიჯი ევროკავშირში რუსი მებრძოლების შესვლის ოფიციალურად აკრძალვის მიმართულებით", - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი..