რუსეთის ქალაქ ლიპეცკში, 21 ივლისის ღამეს, რაკეტული საფრთხის გამოცხადების შემდეგ, თბოელექტროსადგურის რაიონში ხანძარი გაჩნდა.
ტელეგრამ-არხების ინფორმაციით, 21 ივლისის ღამეს ლიპეცკის მცხოვრებლებმა აფეთქებების ხმა გიგეს და ხანძარი დააფიქსირეს. რეგიონში საღამოდან განგაში იყო გამოცხადებული.
ხანძარი ადგილობრივი თბოელექტროცენტრალისა და ნოვოლიპეცკის მეტალურგიული კომბინატის ქარხნის რაიონში გაჩნდა. ამ დროისთვის უცნობია, კონკრეტულად რა ობიექტი აღმოჩნდა დარტყმის ქვეშ.
გარდა ამისა, ლენინგრადის ოლქის ქალაქ ვსევოლოჟსკში მასშტაბური ხანძარი გაჩნდა, რომელიც, სავარაუდოდ, თავდასხმას არ უკავშირდება.
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი გაჩნდა სასაწყობე-საწარმოო შენობაში, რომელიც მდებარეობს ინდუსტრიული პარკის „ლადოგას“ ტერიტორიაზე. იქ პოლიმერულ მასალებს აწარმოებენ. ხანძრის ფართობმა 5900 კვადრატულ მეტრს მიაღწია.