უნგრეთის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა პეტერ სიიარტომ განაცხადა, რომ პარლამენტის წევრის მანდატს ტოვებს შესახებ და ჩინურ ავტომწარმოებელ კომპანია BYD-ში გადადის სამუშაოდ.
ამის შესახებ სიიარტომ Facebook-ზე დაწერა.
„ამის მიზეზი არის ის, რომ მივიღე უაღრესად საპატიო შეთავაზება - დავიკავო საერთაშორისო თანამდებობა მსოფლიო ეკონომიკის ერთ-ერთ წამყვან კომპანიაში. BYD ბოლო ოცი წლის განმავლობაში ავტომრეწველობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი წარმატების ისტორიაა და ამავდროულად, ახალი ენერგიის წყაროებზე მომუშავე ავტომობილების წარმოების მსოფლიო ლიდერია“, - წერს სიიარტო.
სიიარტოს თქმით, იგი კომპანიაში დაიკავებს ხელმძღვანელ პოზიციას, რომელიც პასუხისმგებელი იქნება საერთაშორისო ურთიერთობებსა და ბიზნესის ახალი მიმართულებების განვითარებაზე.
უნგრული მედიის ცნობით, სიიარტოს მიენიჭა „გლობალური, საერთაშორისო პოზიცია“ და ის არ შევა კომპანიის უნგრული ფილიალის ხელმძღვანელობაში.