ჩვენი მეომრები შორ მანძილზე მოქმედი „სანქციების“ დაწესებას აგრძელებენ იმ რუსულ საწარმოებსა და ობიექტებზე, რომლებიც ომს აფინანსებენ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი წერს და რუსეთის ბაშკორტოსტანის რესპუბლიკაში „გაზპრომის“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დარტყმას ადასტურებს.
მისი თქმით, ომი უნდა დასრულდეს და ყველა გონივრული დიპლომატიური წინადადება უკვე მაგიდაზე დევს
ჩვენი მეომრები შორ მანძილზე მოქმედი „სანქციების“ დაწესებას აგრძელებენ იმ რუსულ საწარმოებსა და ობიექტებზე, რომლებიც ომს აფინანსებენ. ბაშკორტოსტანში, ფრონტის ხაზიდან დაახლოებით 1 300 კილომეტრის დაშორებით, ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს. მადლობას ვუხდი უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალებისა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ქვედანაყოფებს მათი სიზუსტისთვის.
კრასნოდარის მხარეში, ფრონტის ხაზიდან დაახლოებით 400 კილომეტრში, უპილოტო სისტემების ძალებმა, უკრაინის თავდაცვის დაზვერვამ და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა აფიპსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს.
შედეგი გამოიღო საშუალო სიშორის დარტყმებმაც. გელენჯიკში დაზიანდა საპატრულო ხომალდი და „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი — ეს უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების ეფექტიანი მუშაობის შედეგია, ფრონტის ხაზიდან დაახლოებით 430 კილომეტრში. ასევე წარმატებული დარტყმები განხორციელდა აზოვის ზღვაში „ჩრდილოვანი ფლოტის“ სამ ტანკერზე.
მადლობას ვუხდი ყველა ჩვენს მებრძოლს, რომელთა წარმატებული ოპერაციებიც ომს იქ აბრუნებს, საიდანაც ის დაიწყო.
ეს ომი უნდა დასრულდეს და ყველა გონივრული დიპლომატიური წინადადება უკვე მაგიდაზე დევს", - წერს ზელენსკი.