რუსებმა 8 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 10:00 საათზე, დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკში ორ სამგზავრო ავტობუსს დაარტეს. თავდასხმის შედეგად, წინასწარი ინფორმაციით, 12 ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა.
ამის შესახებ უკრაინული მედია კრამატორსკის საქალაქო საბჭო, დონეცკის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ვადიმ ფილაშკინსა და დონეცკის საოლქო პროკურატურაზე დაყრდნობით იტყობინება.
საქალაქო საბჭოს ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა მოძრავ ავტობუსს დაარტყეს. თავდაპირველი ცნობით, თავდასხმას სულ მცირე 12 ადამიანი ემსხვერპლა, კიდევ 13 კი დაშავდა.
დონეცკის ხელისუფლება კრამატორსკზე თავდასხმის შედეგებს ამჟამად აზუსტებს.