აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები უკრაინული დრონების შეძენას გეგმავს.
ამის შესახებ ტრამპმა ანკარაში, ნატო-ს სამიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას, განაცხადა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, რა ეტაპზეა აშშ-სა და უკრაინას შორის დრონებთან დაკავშირებული შეთანხმება, ტრამპმა უპასუხა:
„ჩვენ მათგან დრონებს შევიძენთ. ჩვენ შესანიშნავ დრონებს ვაწარმოებთ, მაგრამ მათ შეუძლიათ, ისინი ძალიან დიდი რაოდენობით გამოუშვან, რაც მართლაც შთამბეჭდავია. საოცარია, რომ ომის პირობებშიც კი აგრძელებენ მათ წარმოებას. ისინი მათ სარდაფებში ამზადებენ“, - განაცხადა ტრამპმა.
შეგახსენებთ, მაისში მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ისა და უკრაინის მთავრობებმა ახალი თავდაცვითი შეთანხმების მემორანდუმის პროექტი მოამზადეს, რომელიც ორ ქვეყანას შორის უპილოტო საფრენი აპარატების სფეროში თანამშრომლობას ეხება.