აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს უარი უთხრა სამშვიდობო მოლაპარაკებების მოსკოვში გამართვის წინადადებაზე.
„ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც პუტინთან ვისაუბრე, იყო – სად ისურვებდა შეხვედრას. მან თქვა, რომ იდეალური ადგილი მოსკოვი იქნებოდა“, - განაცხადა ტრამპმა და დასძინა, რომ ეს წინადადება უარყო, რადგან „ეს უბრალოდ არ იმუშავებს“.
ტრამპის თქმით, პუტინი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მაინც შეხვდებიან.
„ის შეხვდება, ზელენსკიც შეხვდება და რაღაც აუცილებლად მოხდება. ეს დადებითი იქნება“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, იმედი აქვს, რომ ორი მხარის შეხვედრა უახლოეს მომავალში გაიმართება.
ამის შემდეგ ტრამპმა ზელენსკის ჰკითხა:
„მოსკოვში ჩახვიდოდით?“
ზელენსკიმ ხუმრობით უპასუხა:
„რთულია, იქ ძალიან ბევრი უკრაინული დრონია.“