აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ანკარაში გამართულ ლიდერთა შეხვედრაზე, ნატო-ელ მოკავშირეებს განუცხადა, რომ სურს შეერთებული შტატები ალიანსში დარჩეს.
ამის შესახებ Reuters წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
დახურულ სამიტზე ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ აშშ მზად არის, გააგრძელოს მოკავშირეებისთვის იარაღის მიყიდვა, მიუხედავად იმისა, თუ როგორ იქნება ეს შეიარაღება გამოყენებული.
„ჩვენ გვინდა თქვენთან დარჩენა“, - უთხრა ტრამპმა ნატო-ს ლიდრეებს.
წყაროს განცხადებით, შეხვედრის დროს ტრამპს აღარ გაუმეორებია კრიტიკა ნატო-ს წევრი ესპანეთის მიმართ და არც ირანთან დროებითი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შეწყვეტის შესახებ თავის განცხადებაზე უსაუბრია.
წყაროს თქმით, ტრამპს ასევე არ უხსენებია გრენლანდიის საკითხი, რომელმაც ალიანსის შიგნით დაძაბულობა გამოიწვია.
მანამდე აშშ-ის ლიდერმა თავდაცვის ხარჯებთან და ირანში მიმდინარე ომთან დაკავშირებით ესპანეთთან ვაჭრობის შეჩერების ბრძანება გასცა.