8 ივლისის ღამეს უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალების Deep Strike-ის ქვედანაყოფებმა რუსეთის თათრეთის რესპუბლიკაში, ქალა ნიჟნეკამსკში, მდებარე ორი ნავთობგადამამუშავებელი საწარმო დაბომბეს. ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
„იწვის ნავთობგადამამუშავებელი კომპლექსი TANECO-ს და TAIF-NK-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა. სპეციალური ოპერაციების ძალების რამდენიმე დრონმა მიზანს წარმატებით მიაღწია,“ - აღნიშნულია უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალების პრესსამსახურის განცხადებაში.
TANECO რუსეთის ერთ-ერთი უდიდესი და ყველაზე თანამედროვე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა. საწარმოს ნავთობის გადამუშავების სიღრმე 99%-ს აღწევს, რაც ნიშნავს, რომ ერთი ტონა ნავთობიდან ის უფრო მეტ ბენზინს, დიზელისა და საავიაციო საწვავს აწარმოებს, ვიდრე რუსეთის მრავალი ძველი ქარხანა.
TAIF-NK ნიჟნეკამსკის მეორე მსხვილი ნავთობგადამამუშავებელი საწარმოა. მისი წლიური სიმძლავრე 8,5 მილიონ ტონამდე ნავთობის გადამუშავებას შეადგენს. ქარხნის შემადგენლობაში შედის რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე რთული ტექნოლოგიური კომპლექსი, რომელიც მძიმე ნავთობნარჩენების გადამუშავებაზეა სპეციალიზებული.