8 ივლისის ღამეს რუსეთის ქალაქებზე - სარატოვსა და ბორისოგლებსკზე იერიში განხორციელდა. შეტევის შედეგად ხანძარი გაჩნდა, მათ შორის სარატოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე.
სარატოვის ოლქის გუბერნატორმა რუსლან ბუსარგინმა ღამის დაახლოებით 02:14 საათზე განაცხადა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ რეგიონში დრონების გამოყენების საფრთხის შესახებ გაფრთხილება გაავრცელა.
მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ სარატოვის აეროპორტში დროებით შეზღუდეს თვითმფრინავების მიღება და გაფრენა.
ღამის დაახლოებით 03:00 საათისთვის მონიტორინგის ჯგუფებმა ქალაქში აფეთქებების შესახებ შეტყობინებები გაავრცელეა და აღნიშნეს, რომ დრონების სამიზნე სარატოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა იყო.
სარატოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ნავთობკომპანია „როსნეფტის“ სტრუქტურაში შედის და ვოლგისპირეთის ერთ-ერთი უძველესი ნავთობგადამამუშავებელი საწარმოა, რომელიც საწვავით რუსეთის საოკუპაციო ძალებს ამარაგებს.
ამასთან, მონიტორინგის ჯგუფების ინფორმაციით, დრონების შეტევის სამიზნე გახდა ასევე რუსეთის ვორონეჟის ოლქის ქალაქი ბორისოგლებსკი. გავრცელებული ცნობებით, ადგილობრივ სამხედრო აეროდრომზე, სავარაუდოდ, ხანძარი გაჩნდა.