რუსეთის უმსხვილეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, რომელიც ციმბირის სიღრმეში, ომსკში მდებარეობს, უკრაინული დრონებით იერიში განხორციელდა
ეს თავდასხმა ამ დრომდე ყველაზე შორ მანძილზე განხორციელებული იერიშია.
რუსულმა მხარემ დარტყმის ფაქტი დაადასტურა.
ამის შესახებ Reuters იუწყება.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დარტყმას მნიშვნელოვანი წარმატება უწოდა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში განაცხადეს, რომ ომსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებული იერიშის შედეგად საწარმოს ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.
ქარხანა უკრაინის კონტროლირებადი ტერიტორიიდან დაახლოებით 2700 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.
უკრაინულმა თავდაცვითი ტექნოლოგიების კომპანიამ, Fire Point-მა განაცხადა, რომ ომსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე თავდასხმა განხორციელდა FP-1 ტიპის მოდერნიზებული დრონებით. კომპანიამ ამ ფრენას რეკორდული უწოდა. დაფარული მანძილის მიხედვით. ეს იყო მოიერიშე დრონების რეკორდული ფრენა მთელი მსოფლიოს მასშტაბით.