აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თურქეთის დედაქალაქში ნატო-ს სამიტზე ჩავიდა. ინფორმაციას Sky News ავრცელებს.
დონალდ ტრამპს აეროპორტში თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი მეუღლესთან ერთად დახვდა.
დონალდ ტრამპი რეჯეფ თაიფ ერდოღანთან თურქეთის პრეზიდენტის სასახლეში ორმხრივ მოლაპარაკებებს გამართავს.
ასევე, აშშ-ის პრეზიდენტი დღეს საღამოს დაგეგმილ ნატო-ს ლიდერების ოფიციალურ ვახშამში მიიღებს მონაწილეობას.
ნატო-ს ქვეყნები სამიტზე ყურადღებას გაამახვილებენ თავდაცვითი ხარჯების მიზნობრივი მაჩვენებლების მიღწევაზე, თავდაცვის საწარმოების წარმოების გაზრდასა და იმაზე, თუ როგორ „გადაიტანონ უსაფრთხოების უზრუნველყოფის ტვირთი“ აშშ-დან ევროპაზე.
ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერებთან ერთად, სამიტს, როგორც მოსალოდნელია, ასევე დაესწრებიან სამხრეთ კორეის პრეზიდენტია ლი ჯე მიონი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
.