მონაკოში უკრაინელი ოლიგარქის, ვადიმ ერმოლაევის მკვლელობის მცდელობაში ეჭვმიტანილი ქალის ცხედარი კიევის მახლობლად იპოვეს. ინფორმაციას უკრაინული მედია წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, ქალის ცხედარი დაახლოებით 23:00 საათზე აღმოაჩინეს. ის დამარხული იყო. წყაროების ცნობით, ქალი მოკლეს. ის უკრაინის ფარგლებს გარეთ იმყოფებოდა 2025 წლის 22 მარტიდან 2026 წლის 1-ელ ივლისამდე.
გამოცემა „უკრაინსკაია პრავდას“ კიდევ ერთმა წყარომ განუცხადა, რომ მონაკოში მომხდარ თავდასხმის საქმესთან დაკავშირებით ორი ეჭვმიტანილია დაკავებული. მათ შორის, ერთი უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს მოქმედი ოფიცერია, ხოლო მეორე კი სამართალდამცავი ორგანოების ყოფილი თანამშრომელია.
29 ივნისს მონაკოში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც სულ მცირე სამი ადამიანი დაშავდა, მათ შორის სანქცირებული უკრაინელი ბიზნესმენი ვადიმ ერმოლაევი და მისი ოჯახის წევრები.
მედიის ცნობით, ადგილობრივი გამოძიება ერმოლაევის მკვლელობის მცდელობაში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მონაწილეობას განიხილავს.