პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის ყველა პარტნიორმა მეტი უნდა გააკეთოს იმ ვითარებაში, როდესაც რუსეთი სარგებლობს უკრაინის მოწყვლადობით ბალისტიკური რაკეტების მიმართ.
ამის შესახებ სიკორსკი X-ზე წერს.
მისი თქმით, რუსეთი აგრძელებს მშვიდობიანი უკრაინელების მასობრივ მკვლელობას, ბალისტიკური რაკეტებით ურტყამს საცხოვრებელ კვარტლებსა და ენერგოობიექტებს.
„მე ვამაყობ იმით, რომ ჩვენ, როგორც თავისუფალი სამყარო, ვეხმარებით უკრაინას ამ რაკეტების ჩამოგდებაში. დავფიქრდეთ, როგორი რეაქცია გვექნებოდა, ეს ყველაფერი ჩვენს ქვეყანაში რომ ხდებოდეს? ჩვენი ქალაქი რომ გამხადრიყო მსგავსი დარტყმების სამიზნე,“ - აღნიშნა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მედია აღნიშნავს, რომ სიკორსკის განცხადება შესაძლოა ასევე უკავშირდებოდეს პოლონეთის ოპოზიციური პარტია „კონფედერაციის“ ლიდერის ბრალდებებს, თითქოს მთავრობამ საიდუმლოდ გადასცა უკრაინას Patriot-ის დეფიციტური ჩამჭრელები.
ამ ბრალდებების პასუხად პოლონეთის თავდაცვის სამინისტრომ გაასაჯაროვა ინფორმაცია იმ სამხედრო დახმარების შესახებ, რომელიც ვარშავამ უკრაინას სრულმასშტაბიანი ომის განმავლობაში გაუწია.