აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპი განაცხადა, რომ, მისი შეფასებით, რუსეთის ხელისუფლება ზეწოლას განიცდის და მათ ომის დასრულება სურთ.
ამის შესახებ ტრამპმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
ტრამპს ჰკითხეს, მიაჩნია თუ არა, რომ კრემლის ლიდერი ბოლო სატელეფონო საუბრის შემდეგ გარკვეულ ზეწოლას განიცდის.
„ვფიქრობ, ის ნამდვილად განიცდის ზეწოლას. მას ამ (ომის) დასრულება სურს და უკრაინასაც მისი დასრულება სურს. ჩვენ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ და ვნახოთ, შევძლებთ თუ არა მის დასრულებას. ეს საშინელებაა“, - განაცხადა ტრამპმა, რის შემდეგაც კვლავ გაიხსენა, თუ როგორ „დაასრულა რვა ომი“.
„ვფიქრობ, ამ მიზანთან იმაზე ახლოს ვართ, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია, და შემიძლია სრული დარწმუნებით ვთქვა, რომ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ამ ომის დასრულება სურს. ძალიან კარგი საუბარი გვქონდა. პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისაც ახლა ამ ომის დასრულება სურს. ჩვენ ნატო-ს სამიტზე მივემგზავრებით და ამ საკითხზეც ვისაუბრებთ. ვფიქრობ, შევძლებთ ამ ომის დასრულებას“, - დასძინა ტრამპმა.
როგორც ცნობილია, 4 ივლისს ვლადიმირ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.
ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დონალდ ტრამპი მიმდინარე კვირაში, ანკარაში დაგეგმილი ნატო-ს სამიტის ფარგლებში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.