დონალდ ტრამპმა აღიარა, რომ გავლენა მოახდინა FIFA-ს გადაწყვეტილებაზე, ამერიკელი ფეხბურთელის, ფოლარინ ბალოგუნისთვის დისკვალიფიკაციის გაუქმების შესახებ. იუწყება Sky News.
„მე ადამიანი ვარ, რომელსაც სპორტი უყვარს. კარგი სპორტსმენი ვიყავი და სპორტი ძალიან კარგად მესმის, ძალიან კარგად. ეს წესების დარღვევა არ ყოფილა... იყო ორი ფეხბურთელი, რომლებიც სwrafad გარბოდნენ და უბრალოდ ერთმანეთს შეეჯახნენ. შეუძლებელია, ფეხი ისე დადგა, რომ სხვის ფეხს ზუსტად აარიდო... ეს ორი შესანიშნავი სპორტსმენი იყო, რომლებიც ერთმანეთში აიხლართნენ,“ - განაცხადა ტრამპმა.
ტრამპმა მსაჯზეც ისაუბრა.
„ეს მსაჯი ცოტა საეჭვოა. თუ მის წარსულს გადაამოწმებთ... ამის თქმა არ მინდა, რადგან არ მსურს დავის გამოწვევა, მაგრამ ის ნამდვილად ძალიან საეჭვო, ერთადერთი, რაც გავაკეთე, გადახედვა ვითხოვე, რადგან არ ვფიქრობდი, რომ ეს წესების დარღვევა იყო. და, ხომ იცით, მე ამ საკითხებში კარგად ვერკვევი. არ მიმაჩნდა, რომ ეს ჯარიმას იმსახურებდა,“ - თქვა ტრამპმა.
ცნობისთვის, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დონალდ ტრამპმა ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაციას აშშ-ის მოთამაშის დისკვალიფიკაციის გადახედვა სთხოვა. მათივე ინფორმაციით, მატჩის შემდეგ დონალდ ტრამპმა FIFA-ს პრეზიდენტს, ჯანი ინფანტინოს დაურეკა და სთხოვა, ფოლარინ ბალოგუნისთვის მიცემული წითელი ბარათის შესახებ გადაწყვეტილებისთვის გადაეხედა, რასაც ინფანტინო დათანხმდა. FIFA-ს გადაწყვეტილების შემდეგ ტრამპმა სოციალურ ქსელში ასოციაციას მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მათ „საშინელი უსამართლობა“ გამოასწორეს. აღნიშნულმა შემთხვევამ მსოფლიო ჩემპიონატზე სკანდალი გამოიწვია.
ბალოგუნმა წითელი ბარათი მსოფლიო ჩემპიონატის 1/16-ფინალურ მატჩში, ბოსნია-ჰერცეგოვინასთან თამაშისას მიიღო, რის შემდეგაც ის მოედნიდან გააძევეს.