ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ, უკრაინაზე რუსეთის ბოლო თავდასხმა შეაფასა და მოკავშირეებს კიევის მხარდაჭერის გაგრძელებისკენ მოუწოდა.
„მათ (უკრაინას) ჩვენი მუდმივი მხარდაჭერა სჭირდება, განსაკუთრებით საჰაერო თავდაცვის სფეროში. რუსეთი აგრძელებს უკრაინული ქალაქების სარაკეტო დაბომბვას; მხოლოდ გასულ ღამეს კიდევ ერთი საშინელი თავდასხმა მოხდა,“ - განაცხადა რუტემ პრესკონფერენციაზე.
რუტემ აღნიშნა, რომ მისი ფიქრები დაზარალებულებთან და დაღუპულთა ოჯახის წევრებთანაა.
„ნატო-ელმა მოკავშირეებმა და პარტნიორებმა მომავალშიც უნდა უზრუნველყონ, რომ უკრაინამ მიიღოს ყველაფერი, რაც სჭირდება. ნება მომეცით, ნათლად ვთქვა: ყველა მოკავშირემ უნდა გააძლიეროს ძალისხმევა, რათა უკრაინის მხარდაჭერა შეუფერხებლად გაგრძელდეს. რადგან თქვენი [უკრაინის} უსაფრთხოება ძალიან მჭიდროდ არის დაკავშირებული ჩვენს უსაფრთხოებასთან,“ - განაცხადა რუტემ.