ორშაბათს ათიათასობით ირანელმა თეირანის ქუჩებში მონაწილეობა მიიღო დაღუპული ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის, დაკრძალვის ცერემონიაში. ამის შესახებ Reuters წერს.
სახელმწიფო ტელევიზიით გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ თეირანის ცენტრალურ ბულვარზე ათიათასობით ადამიანი იყო შეკრებილი.
დაღუპული ლიდერისა და მისი ოჯახის ოთხი წევრის კუბოებს დიდი სატვირთო ავტომობილით მიასვენებდნენ ქალაქის ქუჩებში, ხოლო მსვლელობის მონაწილეების გასაგრილებლად ზემოდან სახანძრო მანქანები წყალს ასხურებდნენ.
როდესაც მსვლელობა ხიდის ქვეშ გადიოდა, მისი მონაწილეები ქვებს ესროდნენ ზემოთ ჩამოკიდებულ ბილბორდს, რომელზეც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იყო გამოსახული, თავთან დამიზნებული ტყვიით და წარწერით; „აშშ-მა ჩვენი მამა მოკლა. „არ მოგეშვებით!“
სამგლოვიარო პროცესიის მონაწილეებმა აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის დროშები დაწვეს, ასევე ქალებს ხელში ეჭირათ წითელი ბანერები, რომლებზეც ინგლისურად შავი ასოებით ეწერა: „KILL TRUMP“.
ასევე გამოტანილი ჰქონაღ ბანერები აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის, ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსის, ომის მდივან პიტ ჰეგსეთისა და ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს გამოსახულებებით. ისინი იარაღის სამიზნის ფონზე იყვნენ წარმოდგენილი, ხოლო პლაკატებზე ეწერა: „There will be blood“ („სისხლი დაიღვრება“).