ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსეთის მორიგი მასირებული თავდასხმის შემდეგ განაცხადა, რომ უკრაინას დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემები სჭირდება და ეს საკითხი ნატო-ს სამიტზე განიხილება, რომელიც სამშაბათს ანკარაში დაიწყება.
"გასულ ღამეს რუსეთის რეჟიმმა საჰაერო იერიშით კიდევ ერთხელ განურჩევლად შეუტია მშვიდობიან მოსახლეობას - დედაქალაქის წინააღმდეგ 400-ზე მეტი დრონი და რაკეტა გაუშვა.
უკრაინას სასწრაფოდ სჭირდება მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემა. ამ საკითხს ამ კვირაში ანკარაში, ნატო-ს სამიტზე განვიხილავთ.
გასულ კვირას უკრაინის თავდაცვის გასაძლიერებლად, მოწინავე დრონების ტექნოლოგიების დაფინანსებისთვის, ჩვენი 90-მილიარდიანი სესხის ფარგლებში პირველი 4 მილიარდი ევრო გამოვყავით.
უახლოეს დღეებში კიდევ მეტი დახმარება იქნება.
ასევე, მომდევნო დღეებში ინტენსიურად ვმუშაობთ, რათა საბოლოოდ შევათანხმოთ სანქციების 21-ე პაკეტი.
ჩვენ გავაგრძელებთ ზეწოლის გაზრდას, ვიდრე რუსეთი სისხლისღვრას არ დაასრულებს", - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.