მოსკოვის გარეუბანში ეროვნებით ქართველი ე. წ. კანონიერი ქურდი დათო მელქაძე დააკავეს. კრიმინალურ სამყაროში მელქაძე "დატო პოტიიისკის" ზედმეტისახელით იყო ცნობილი. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, დათო მელქაძეს მთელი ამ დროის განმავლობაში ეძებდნენ როგორც სამართალდამცავები, ასევე კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლები, სხვა ე. წ. კანონიერი ქურდის მკვლელობისთვის.
"დაკავებისას 1964 წელს დაბადებულ დათო მელქაძეს 5,5 გრამი ჰეროინი აღმოაჩნდა", _ იუწყება რუსული მედია და აღნიშნავს, რომ მელქაძე ადრე სამჯერ არის ნასამართლები.