ვულოცავ ნიკოლ ფაშინიანს სომხეთში გამართულ არჩევნებში მიღწეულ წარმატებას, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ზეწოლისა და ჩარევის ფონზე, ეს გამარჯვება კიდევ ერთხელ ადასტურებს სომეხი ხალხის არჩევანს, - ამის შესახებ ევროკომისარი გაფართოების საკითხებში მარტა კოსი სოციალურ ქსელში წერს.
„ვულოცავ ნიკოლ ფაშინიანს სომხეთში გამართულ არჩევნებში მიღწეულ წარმატებას.
რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ზეწოლისა და ჩარევის ფონზე, ეს გამარჯვება კიდევ ერთხელ ადასტურებს სომეხი ხალხის არჩევანს - ძლიერი, სუვერენული და დამოუკიდებელი სომხეთის სასარგებლოდ.
სომხეთში რაც შეიძლება მალე ჩამოვალ - ევროპის სოლიდარობა სომხეთის მიმართ მტკიცეა.
დღესვე დავიწყებთ მუშაობას ევროკავშირი-სომხეთის ახალ სამუშაო ჯგუფში, რათა კიდევ უფრო გავაღრმაოთ ჩვენი პარტნიორობა“, - წერს კოსი.