მოსკოველ ჩინოვნიკებსა და მერიის თანამშრომლებს ინტელექტის დონეს შეუმოწმებენ. ამასთან, გაარკვევენ, შეუძლიათ თუ არა ჩონოვნიკებს ინტერნეტით სარგელობა.
გარდა ამისა, სიცრუის დეტექტორის მეშვეობით ჩინოვნიკების შემოსავლებისა და გასავლების შესახებ რეალურ ინფორმაციას დაადგენენ, რაც მათ დეკლარაციაში წარადგინეს.
"ერთგვარად, ეს თავისებური ატესტაციაა, რომელიც მოსკოვის ახალ ადმინისტრაციას შესაძლებლობას მისცემს, დაადგინოს ჩინოვნიკთა კვალიფიციურობა და პროფესიული სარგებლიანობა,"_აცხადებს "ინტერფაქსთან" საუბარში მოსკოველ ჩინოვნიკებთან დაახლოებული წყარო.
მასალის გამოყენების პირობები