ყატარელი ბიზნესმენები საქართველოში ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის სექტორში ინვესტირებით არიან დაინტერესებულნი. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ვერა ქობალიას განმარტებით, ყატარელი ბიზნესმენების წარმომადგენლობითი დელეგაცია საქართველოში ერთ თვეში ჩამოვა და საინვესტიციო გარემოს ადგილზე დააკვირდება.
"ისინი დაინტერესდნენ ასევე ტურიზმითა და სოფლის მეურნეობის სექტორით. მათ სოფლის მეურნეონის დარგი სათანადოდ განვითარებული არ აქვთ და ამ მიმართულებით საქართველოთი არიან დაინტერესებულნი"- აცხადებს ვერა ქობალია.
რამოდენიმე დღის უკან ყატარში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თავის ყატარელ კოლეგასაც შეხვდა და რომელმაც ვერა ქობალიას საპრივატიზაციო ნუსხაში მოხვედრილი შენობების სიის გაცნობა თხოვა.
ქობალია დღეს ამბობს, რომ ყატარელ ბიზნესმენებს ისეთ საპრივატიზაციო ობიექტებ შესთავაზებენ, რა მიმართულებითაც მათ მუშაობის გამოცდილება გააჩნია.
"ჩვენ ინვესტორებს ვთავაზობთ იმ საპრივატიზაციო ობიექტებს, რომლშიც მართვის გამოცდილება აქვთ. ვთქვათ ჯანდაცვის სექტორი, თუ კომპანიებს ამ მიმართულებით გამოცდილება არ აქვს, მაშინ ჩვენ ასეთ კომპანიებს ჯანდაცვის ობიექტებს არ გადავცემთ"- აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.