ზუგდიდში დევნილთა საერთო საცხოვრებელი სახლი დაიწვა.
შემთხვევის შედეგად დაშავებულია ორი ადამიანი, რომლებმაც გამონაბოლქვი ჩაისუნთქეს.
მოსახლეობამ საყოფაცხოვრებო ნივთების ნაწილის გამოტანა მეხანძრეების დახმარებით მოახერხა, თუმცა ნივთების დიდი ნაწილი განადგურდა.
ხანძრის შედეგად 24 ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა. ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა მათი ნაწილი ნათესავებთან გადაიყვანა. ის ოჯახები კი, რომელთაც ახლობლები არ ჰყავთ, დროებით გამგეობის თანამშრომელთა სახლებში გადანაწილდებიან.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი, სავარაუდოდ, დაუდევრობა გახდა.