თურქეთის სასამართლომ სამი ჟურნალისტი გაასამართლა. მათ ბრალი ედებათ საინფორმაციო ვებ.გვერდის შექმნისთვის, რომელიც თურქეთის მთავრობამ ქვეყნის ისლამისტური ფესვებისკენ მიმართულ შეთქმულებად მიიჩნია.
"ოდადტივის" მფლობელი და მისი ორი თანამშრომელი თურქმა სამართალდამცველებმა სახლიდან აიყვანეს. აღნიშნული ფაქტის შემდეგ, თურქეთში აშშ-ს სრულუფლებიანმა ელჩმა ფრენცის რიკარდიონმა განაცხადა, რომ სიტვის თავისუფლების დონე თურქეთში შემაშფოთებელია.
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა რიკარდიონი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ აშშ-ს ელჩს არ აქვს უფლება ჩაერიოს ქვეყნის შიდა საქმეებში.
"თურქეთში სიტყვის თავისუფლების მხრივ გაცილებით კარგი სიტუაციაა ვიდრე სხვა ქვეყნებში. ამიტომ აშშ-ს ელჩის კრიტიკა უსაფუძვლოა", - განაცხადა თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა.