მაკა ბოჭორიშვილთან სატელეფონო საუბრის დროს ჩვენს ქვეყნებს შორის კონსტრუქციული დიალოგი აღვნიშნეთ და უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების საერთო ინტერესზე შევთანხმდით. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრი სიბიჰა სოციალურ ქსელში წერს.
"მოხარული ვარ, რომ ერევანში გამართული ბოლოდროინდელი შეხვედრების შემდეგ, ჩემს ქართველ კოლეგასთან, მაკა ბოჭორიშვილთან დიალოგი განვაგრძე.
დღევანდელი სატელეფონო საუბრის დროს ხაზი გავუსვით ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ კონსტრუქციულ დიალოგს და შევთანხმდით უკრაინასა და საქართველოს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის მიმართ ორმხრივ ინტერესზე.
განვიხილეთ ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში საერთო ურთიერთქმედებაზე. კიდევ ერთხელ გამოვხატეთ მზადყოფნა, ხელი შევუწყოთ ორმხრივი კავშირების შემდგომ განვითარებასა და აქტიური კომუნიკაციის შენარჩუნებას“, - წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრი სიბიჰა.