უკრაინის დაზვერვის ცნობით, კრემლს რუსეთის რეგიონებიდან მოსკოვში საჰაერო თავდაცვის საშუალებები გადააქვს, სადაც 9 მაისს სამხედრო აღლუმია დაგეგმილი. იმის გამო, რომ რუსეთს არ სურს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ახალ „გრძელვადიან სანქციებს“ აცხადებს. იუწყება უკრაინული მედია.
სახელმწიფოს მეთაური სოციალურ ქსელში მთავარი დაზვერვის სამმართველოს ხელმძღვანელის, ოლეჰ ივაშჩენკოს ანგარიშის მსომენის შემდეგ სოცილურ ქსელში წერს, რომ მოსკოვის გარშემო საჰაერო თავდაცვის რგოლები კიდევ უფრო ფართოვდება
„დღეს მე რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემისთვის მთავარ სადაზვერვო სამმართველოს ცალკეული დავალებები მივეცი. ამ კვირაში ვხედავთ, რომ მოსკოვის გარშემო საჰაერო თავდაცვის რგოლები კიდევ უფრო ფართოვდება რუსეთის რეგიონებიდან საჰაერო თავდაცვის სისტემების მასშტაბური გადატანის გამო.
ეს იმაზე მეტყველებს, რომ რუსეთის ხელმძღვანელობა არ ემზადება ამდენი ხნის განმავლობაში გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტისთვის და უფრო მეტად აღელვებს მოსკოვში დაგეგმილი აღლუმი, ვიდრე რუსეთის დანარჩენი ნაწილი.
ამავდროულად, ჩვენ ვაფიქსირებთ, რომ ეს ჩვენი შორ მანძილზე მოქმედისანქციებისთვის დამატებით შესაძლებლობებს ქმნის. ჩვენი პრიორიტეტები შესაბამისად განისაზღვრება,“ - წერს ზელენსკი