უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსული ძალები დღეს დილით უკრაინის რამდენიმე ქალაქს დაესხნენ თავს, რითაც პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ შეთავაზებული და გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება პირველივე წუთებში დაარღვიეს.
სიჩუმის რეჟიმის" ამოქმედებიდან რამდენიმე წუთში დნიპროში ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა. წინასწარი მონაცემებით, ქალაქს Shahed-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატები უტევდნენ.
საჰაერო განგაში გავრცელდა აღმოსავლეთ რეგიონებზეც, ასევე სამხრეთისა და ჩრდილოეთის ნაწილზე.
ღამის განმავლობაში უკრაინის საჰაერო ძალები იუწყებოდნენ მტრის უპილოტო აპარატების გადაადგილებაზე პავლოგრადის, ხარკივის, იზიუმის და ვილშანის მიმართულებით, ასევე რუსული ავიაციის მიერ მართვადი ავიაბომბების გაშვებაზე სუმის, ხარკივის, დონეცკისა და ზაპოროჟიეს ოლქებში.