ზაპოროჟიეზე რუსეთის ავიაიერიშის შედეგად დაღუპულტა რაოდენობა 12 გაიზარდა. ამის შესახებ ზაპოროჟიეს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ივან ფედოროვმა განაცხადა. მისი ინფორმაციით, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები.
როგორც უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურში აღნიშნეს, დაბომბვის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა ავტოსარემონტო სადგურს, სადაც 10-ზე მეტი ავტომობილი იყო, ასევე კერძო საწარმოს ტერიტორიაზე. დაშავებულია 37 ადამიანი.