საქართველო არ აჩვენებს დემოკრატიული უკუსვლის შეჩერების ნიშნებს, მინისტრებს ჰქონდათ მკაფიო გზავნილი, რომ ქვეყანამ უნდა შეცვალოს კურსი, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა.
"საქართველო არ აჩვენებს დემოკრატიული უკუსვლის შეჩერების ნიშნებს, მინისტრებს ჰქონდათ მკაფიო გზავნილი, რომ ქვეყანამ უნდა შეცვალოს კურსი. და, რა თქმა უნდა, ადამიანის უფლებებზე დიალოგში გულწრფელი ჩართულობა ნიშანი იქნება, რომ მათ [„ქართულ ოცნებას“] კურსის შეცვლა სურთ. თუ ზოგად განწყობაზე მეკითხებით, შემიძლიათ გიპასუხოთ დიახ, რადგან თუ ჩვენ სანქციებს დავუჭერთ მხარს , მაგალითად იმ პირების წინააღმდეგ ვინც ამ ქმედებებს სჩადიან ოპოზიციისა და თავისუფალი მედიის წინააღმდეგ , 27 ქვეყნიდან 1 გვყავდა წინააღმდეგი. ახლა ბოლო დროინდელი ვითარებიდან გამომდინარე, კითხვები ისმის საქრათველოსან დაკავშირებითაც. მოიტანს თუ არა ეს ახალ მომენტუმს ამ მიმართულებით? არ შემიძლია მოვლენებს წინ გავუსწრო, მაგრამ ვნახოთ. ნამდვილად, რაც შეეხება სანქციებს, ჩვენ დღეს გვქონდა კარგი დისკუსია ამაზე, თუმცა ვფიქრობ, რომ ჩვენ ამ საკითხს დავუბრუნდებით მას შემდეგ, რაც ახალი მთავრობები დასხდებიან მაგიდასთან. “, - განაცხადა კალასმა.
კალასმა ასევე აღნიშნა, რომ მინისტრები სომხეთში ივნისის საპარლამენტო არჩევნებამდე ევროკავშირის სამოქალაქო მისიის გაგზავნაზე შეთანხმდნენ, რომელიც „გააძლიერებს ქვეყნის მდგრადობას მასიური სადეზინფორმაციო კამპანიებისა და კიბერთავდასხმების წინააღმდეგ“. ამასთან,კალასის თქმით, აზერბაიჯანი მნიშვნელოვან პარტნიორად რჩება ენერგეტიკისა და დაკავშირებადობის საკითხებში და აღნიშნა, რომ „გვსურს ჩვენი კავშირების გაღრმავება და მალე გავაგრძელებთ ორმხრივი თანამშრომლობის ახალ შეთანხმებაზე მოლაპარაკებებს“.