უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თავიდანვე აცხადებს „შუაში მდგომ“ პოზიციას,
„ის სადღაც შუაშია“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა გამოცემა ZDF-თან ინტერვიუში.
„მგონია, რომ მან თავიდანვე თქვა, რომ ნეიტრალური დარჩებოდა. ეს ნიშნავს, რომ ის არც ჩემს მხარეს არის და არც რუსეთის მხარეს“, - განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა ტრამპის უკრაინის მიმართ პოზიციის შესახებ კითხვაზე.
გერმანულ გამოცემასთან საუბრისას ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინულ მხარეს ამ დრომდე არ მიუღია დასტური იმის შესახებ თუ რა თარიღებში ეწვევიან დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი კიევს.
ზელენსკის განცხადებით, აშშ-ს პრეზიდენტის მთელი ადმინისტრაციის ყურადღება ახლა ირანისკენ არის მიმართული.
„ისინი ხაზზე არიან ირანთან და ამიტომ დრო აღარ აქვთ უკრაინისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-სა და მოსკოვს შორის დიპლომატიური ურთიერთობა ბევრად უფრო კონსტრუქციულია, ვიდრე ევროპასთან და ამ დრომდე, რთულია ევროპული ქვეყნების ჩართვა რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებული მოლაპარაკებების პროცესში.
„ეს რთულია, მაგრამ აუცილებელია, თუმცა მე ვერ ვხედავ აშშ-სგან სიგნალს იმისა, რომ მათ ეს სურთ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეშფოთება გამოთქვა Patriot სისტემების ნაკლებობის გამო.
.მისი თქმით, ირანთან „ომი თუ უფრო დიდხანს გაგრძელდება, უკრაინას ნაკლები იარაღი ექნება“.